media-4

LinkedIn- ი შეტყობინებებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს

  • 20 თებ 2023
  • სოციალური მედია
LinkedIn- ი შეტყობინებებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს

LinkedIn-ის პლატფორმაზე უკვე შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი მიმოწერები ვარსკვლავის ნიშნით აღნიშნოთ და განასხვაოთ სხვა შეტყობინებებისგან.
ახალი ფუნქციის დანიშნულება მიმოწერაში არსებული ყველა მასალის განცალკევებულ ფილტრში შენახვაა. ალბათ გაგახსენდათ Gmail პლატფორმის ფუნქციონალიც, რომელიც გვეხმარება, მნიშვნელოვანი მიმოწერები ერთ სივრცეში ვმართოთ.

LinkedIn აგრძელებს მუშაობას შეტყობინების გაგზავნის ინსტრუმენტების გასაუმჯობესებლად. მათ დააანონსეს ახალი ფუნქციონალი “Focused Inbox“, რაც დამატებით ორი, “Featured” და “Other” მიმართულებით დაყოფს თქვენს მიმოწერებს.

მომხმარებლები თავს არიდებენ აზრის დაფიქსირებას საჯაროდ, რადგან სოციალური მედიის პოსტებს ძირითადად კრიტიკა მოსდევს. ახლა აუდიტორიის მიმოწერებმა პირად შეტყობინებებში გადაინაცვლეს და რა თქმა უნდა, ლინკდინიც მუშაობს DM პარამეტრების გასაუმჯობესებლად. ეს სტრატეგია მათ გაცილებით დიდ ჩართულობას მოუტანს, რადგან კვლევებით დადგინდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირადი მიმოწერების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

მიმოწერების გაფილტვრის ახალი შესაძლებლობა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც LinkedIn-ის პლატფორმას ლიდების გენერირებისთვის იყენებს. ის დაგეხმარებათ, თვალი ადევნოთ ყველა მნიშვნელოვან კონტაქტს და არ გამოგრჩეთ ახალი შეტყობინებები.