media-4

მეტამ ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებისთვის ლურჯი აღნიშვნის, ვერიფიკაციის სერვისი დაამატა.

  • 20 თებ 2023
  • სოციალური მედია
მეტამ ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებისთვის ლურჯი აღნიშვნის, ვერიფიკაციის სერვისი დაამატა.

ახალი სერვისი, სახელწოდებით Meta Verified, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაამატოს ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი Instagram და Facebook ანგარიშებზე. სერვისის ფასი თვეში დაახლოებით 15$-ია. მომხმარებელს მისი გამოყენება მხოლოდ ვინაობის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში შეეძლება. ინფორმაცია კვირას, 19 თებერვალს მარკ ზაკერბერგმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს არის შემოსავლის ახალი წყარო, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა კონკურენტ პლატფორმა Twitter-ს.

სერვისით პირველად ახალი ზელანდია, ამ კვირიდანვე ისარგებლებს. მისი ღირებულება ვებისთვის 11,99$-ია ხოლო iOS-სთვის 14,99$, კომპანიას ჯერჯერობით არ განუცხადებია, როდის შესთავაზებს სერვისს Android-ის მომხმარებლებს. აუდიტორია იდენტიფიკაციას მათი ID ბარათის საშუალებით შეძლებს. Meta Verified მომხმარებლებს კიბერ თავდასხმებისგან დამატებითი დაცულობით უზრუნველყოფს. ამ ნიშნის მქონე ბრენდების მიმართ მომხმარებლებს უჩნდებათ სანდოობა და ლოიალობა, რადგან ლურჯი აღნიშვნა ავთენტურობის განცდას აჩენს.

ზაკერბერგის პოსტიდან ვიგებთ, რომ სერვისის მთავარი როლი ავთენტურობის და უსაფრთხოების გაზრდაა ყველა Meta-ს სერვისისთვის. მან ასევე დაამატა, რომ სერვისი ახლო მომავალში ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბოლო წლებში iOS-ის გაანახლების შემდეგ, მეტას შემოსავლებმა სერიოზული დანაკლისი განიცადეს. მეტამ, განაცხადა, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დაკარგული შემოსავალი 10 მილიარდი აშშ დოლარით მეტი იქნება.

ახალი სერვისის მსგავსი მაგალითია პლატფორმა “Snap”, რომელმაც გასულ წელს დაამატა ლურჯი აღნიშვნის ფუნქცია და დღეს მილიონზე მეტი მომხმარებლისგან იღებს შემოსავალს.
მეორე მაგალითი ილონ მასკის მიერ შემოღებული სერვისი Twitter Blue - ა.
ბოლო ინფორმაციით, იანვრის თვეში უკვე 180 000 ანგარიში სარგებლობს Twitter Blue-ს სერვისით.

ლურჯი აღნიშვნა უკვე დიდი ხანია, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ერთ-ერთი სასურველი ფუნქციაა. აქამდე სერვისით სარგებლობდნენ საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, მუსიკოსები, და ცნობილი ბრენდები. ილონ მასკმა ეს იდეა გააკრიტიკა და აღნიშვნის გამოყენების შესაძლებლობა ყველა მომხმარებლისთვის შექმნა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, შეძლებენ თუ არა ბიზნესები მეტას პლატფორმებზე ლურჯი ნიშნით სარგებლობას.